
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალეს თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან საგნობრივ განათლებას, ასევე აქტიურად არიან ჩართულნი შემოქმედებით აქტივობებში.
პედაგოგები ბავშვების შემოქმედებითობას ახალისებენ და მათ მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავენ.
ახლახან, მე-2 კლასის მოსწავლეებმა საპროგრამო მასალით მოთხრობა „თოჯინა“ ისწავლეს და შემოქმედებითი ბუნების დავალებაც ბრწყინვალედ შეასრულეს. ბავშვებმა მრავალფეროვანი თოჯინები შექმნეს.
პედაგოგ შორენა ფიფიას ახარებს მოსწავლეთა შემოქმედებითობა და ბავშვების დამზადებული თოჯინების ფოტოებს გვიზიარებს.
„ჩემი კრეატიული ბავშვების მიერ დამზადებული თოჯინები“ ,- წერს შორენა ფიფია.
„თუ მასწავლებელი თავად არ არის შემოქმედი, მას შემოქმედი მოსწავლეები არ ეყოლება! წარმატებებს ვუსურვებ უნიჭიერეს მასწავლებელსა და მის მოსწავლეებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ პედაგოგისა და მისი მოსწავლეების კრეატიულობა.
იხილეთ ფოტოები: