
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალეს თემის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული სასკოლო გარემოა შექმნილი.
დირექცია და პედაგოგები მოზარდების მოტივაციასა და მათი განწყობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით კი არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ.
ამის ნათელი მაგალითია წინასაახალწლო აქტივობები, რომელიც სკოლაში მოეწყო.
სკოლის ხელოვნების მასწავლებელმა - ირმა ტურავამ და XII კლასის მოსწავლეებმა სკოლაში ზღაპრული განწყობა დაატრიალეს და სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს.