რცხმელურის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა 
04-03-2025

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლაში გარდა საგნობრივი ცოდნისა, მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ხშირად იმართება ინტელექტუალური აქტივობები.

24 თებერვალს კი მორიგი ღონისძიება ჩატარდა. სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის? გაიმართა. 

თამაში მეტად საინტერესოდ წარიმართა. ტესტები მასწავლებლების მიერ იყო შედგენილი სხვადასხვა საგნში და ლოგიკური დავალებებისგან შედგებოდა.

ერთმანეთს საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებით დაკომპლექტებული სამი გუნდი ეჯიბრებოდა.

მოსწავლეებმა დავალებებს წარმატებით გაართვეს თავი და ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა დიდი ინტერესს იმსახურებს. 

„ბავშვები თავად გვთხოვენ ასეთი აქტივობების ჩატარებას“,- გვეუბნებიან სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...