
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლში ჭადრაკის სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. საგანი მოსწავლეებისთვის ერთ-ერთი საყვარელია და მათი დიდი ინტერესით გამოირჩევა.
ახლახან, მე-2 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ საქართველოს პირველი სასკოლო საჭადრაკო ოლიმპიადის - „ნონა გაფრინდაშვილის თასი“ რეგიონულ ტურნირში.
მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეფრემოვკის საჯარო სკოლის ჭადრაკის მასწავლებელი ტატიანა უგლოვა მოსწავლეებს სთავაზობს სწავლების თანამედროვე მეთოდებს, რათა ჭადრაკის გაკვეთილები უფრო საინტერესო და შინაარსიანი იყოს.
„ჭადრაკი აუმჯობესებს მოსწავლეთა მრავალმხრივ უნარებს, მათ შორის ყურადღების კონცენტრაციას, მეხსიერებას და ანალიტიკურ, ლოგიკურ და კრიტიკულ აზროვნებას“,- გვეუბნებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: