ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ და არაერთ შემეცნებით აქტივობას სთავაზობენ.
მათ შორის აღსანიშნავია, მე-5ა კლასში ჩატარებული ღია გაკვეთილები თემაზე - „მზის სისტემა“. სასწავლო პროცესს ბუნებისმეტყველების მასწავლებელი არუსიაკ მღდესიანი ხელმძღვანელობდა, რომელმაც მოსწავლეები საინტერესო აქტივობებში ჩართო.
მოსწავლეებმა მზის სისტემის პლანეტები ხალისით შეისწავლეს, მოსწავლეებმა მზის სისტემის მოდელები შექმნეს და მათი პრეზენტაციები წარმოადგინეს.
აქტივობა მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშსაქცევი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: