თბილისის N37 სკოლაში საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის შიდასაფეხბურთო ჩემპიონატი ჩატარდა
04-03-2025

თბილისის N37 საჯარო სკოლაში სპოტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

ახლახან, სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით, ჩატარდა შიდასაფეხბურთო ჩემპიონატი.

ჩემპიონატში საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ჩემპიონატი მეტად საინტერესოდ მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, საფეხბურთო ჩემპიონატი საბაზო საფეხურზეც იგეგმება. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203