ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის ღვაწლს ღონისძიებით შეასხეს ხოტბა
06-03-2025

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიის ხარისხიან სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

შესაბამისად, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე. 

მე-5 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ მაია ნოდიას ხელმძღვანელობით, საინტერესო ღონისძიება გამართეს. 

მე-5 კლასელებმა წაიკითხეს მოძიებული ინფორმაცია დავით აღმაშენებლის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს, ხოტბა შეასხეს მეფეთ-მეფეს, ადამიანს, რომელმაც აღმაშენებლის სახელით დაიმკვიდრა ადგილი საქართველოს ისტორიაში, აღნიშნეს მისი ღვაწლი ქართველი ერის წინაშე და მხატვრულად წაიკითხეს დიდი მეფისადმი მიძღვნილი ლექსები. 

დავით აღმაშენებლის ხსენების დღე 8 თებერვალს აღინიშნება. წელს წმინდანად შერაცხული მეფის გარდაცვალებიდან 900 წელი გავიდა. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203