ჭალადიდის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას შეუერთდნენ
05-03-2025

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის კითხვის მნიშვნელობას ნათლად იაზრებენ, რადგან პედაგოგები მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ და ბავშვებს მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს შთააგონებენ. 

შესაბამისად, მე-5 კლასის მოსწავლეები, პედაგოგ მაია ნოდიას ხელმძღვანელობით, წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდნენ. 

მოსწავლეებმა სლოგანი - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გაიზირეს, თავადვე შეარჩიეს საინტესო წიგნები, ერთმანეთს ხმამაღლა კითხვის სიხარული გაუზიარეს და ისაუბრეს წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ და გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203