განჯალის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეთა ქართულის, როგორც მეორე ენის საინტერესო აქტივობებით გაჯარებული გაკვეთილი 
04-03-2025

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილები გაჯარებულია საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით, რაც მოსწავლეთა სასწავლო შემართებაზე აისახება. 

ახლახან,  მე-3 კლასის მოსწავლეებმა ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილზე შეისწავლეს ბოსტნეული. გაიგეს თუ რომელი იზრდება მიწის ზემოთ და რომელი მიწის ქვემოთ.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მასწავლებელმა, ნანა მაისურაძე  ჩაატარა სხვადასხვა აქტივობა, რომელთა მიზანი იყო:

1.ბუნების უკეთ გაცნობა – ბავშვებმა გაიგეს, რომელი ბოსტნეული იზრდება მიწის ქვემოთ და რომელი – მიწის ზემოთ;

2. ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარება – დახარისხებისა და გამოცნობის თამაშები ეხმარება ბავშვებს კატეგორიზაციაში და დაკვირვების უნარების გაძლიერებაში;

3. მოტორიკის განვითარება – ბოსტნეულის შეხებით გამოცნობა ხელს უწყობს მგრძნობელობისა და შეხების შეგრძნებების გაუმჯობესებას;

4. შემოქმედებითი უნარების გაძლიერება – ბოსტნეულის ხატვა ბავშვებს აძლევს შესაძლებლობას, გამოხატონ საკუთარი ხედვა და ფანტაზია.

აქტივობები მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. ბავშვებმა საკითხი საფუძვლიანად შეისწავლეს და ცოდნა გაიმდიდრეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203