„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ - ჭალადიდის საჯარო სკოლის პირველკლასელები მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდნენ
04-03-2025

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ და მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ. 

შესაბამისად, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს, პედაგოგ ლუიზა ფირცხალავას ხელმძღვანელობით, პირველკლასელებიც აქტიურად გამოეხმაურნენ და გაიზიარეს სლოგანი - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“. 

მოსწავლეები არაერთ აქტივობაში ჩაერთნენ, მათ შორის „რწყილი და ჭიანჭველა“ გაითამაშეს და წიგნის კითხვის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ ნათლად გაიაზრეს. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ და გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203