თბილისის N190 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსში წახალისებული და მხარდაჭრილია, მათი წარმატება კი საამაყო.
მოტივირებული მოსწავლეები კი არაერთ ღონისძიებაში მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ.
ამჯერად, სკოლაში IVა კლასის მოსწავლის - ანდრია ალთუნაშვილის წარმატებას აღნიშნავენ.
ანდრია ალთუნაშვილი ვაჟთა შორის, საჭადრაკო სამოყვარულო ტურნირის, I ადგილის მფლობელია.
ტუნირი თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეთა შორის გაიმართა და ანდრია ალთუნაშვილისთვის მეტად წარმატებული აღმოჩნდა.
სკოლაში მოსწავლის წარმატებით ხარობენ და მას ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.