მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში ახალისებენ. მოტივირებულ მოსწავლეთა სახელზე კი არაერთი წარმატებაა.
ამჯერად, სკოლა მე-4 კლასის წარმატებულ მოსწავლეს - გაბრიელ აფციაურს გვაცნობს.
მოსწავლემ „კინგსის“ მათემატიკის ოლიმპიადაში ბრწყინვალედ იასპარეზა. ახლახან, კი ოქროს მედლითა და დიპლომით დაჯილდოვდა.
მოსწავლის დამრიგებელი ლალა წერედიანი გახლავთ, მათემატიკის მასწავლებელი კი ლერი წერედიანი.
სკოლაში ახარებთ მოსწავლის წარმატება და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„წარმატებები გაბრიელს!“,- სიამაყით აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: