გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლის დასრულება სახალისო აქტივობებით აღნიშნეს 
28-02-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითი თავგადასავალია. 

პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აქტივობებით ანებივრებენ. 

ამის ნათელი მაგალითია პირველ კლასში ჩატარებული შემოქმედებითი და მხიარული გაკვეთილი.

პატარებმა ანბანის შესწავლის დასრულება სხვადასხვა სახალისო აქტივობით აღნიშნეს, მათ შორის პედაგოგთან ერთად გამოაცხეს გემრიელი ასობგერები. ასევე გააფერადეს ანბანის ბოლო ასო და ნახეს ვიდეოკლიპი ანბანზე. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203