მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის საჯარო სკოლაში მოსწავლის - გიორგი წერედიანის სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ.
ახალგაზრდა ძიუდოსიტმა 22-24 თებერვალს, 2011 -2012 წლებში დაბადებულ მოსწავლეთა შორის დედაქალაქში გამართულ საქართველოს პირველობაში წარმატებით იასპარეზა.
მოსწავლემ 55კგ. წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა.
აღსანიშბავია, რომ შეჯიბრებაში მესტიის მუნიციპალიტეტის 7 სპორტსმენი ასპარეზობდა (რომელთაც მოიპოვეს ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის ლიცენზია).
წარმატებული შდეგებით კი ისინი, მათ შორის გიორგი წერედიანი, გახდნენ საქართველს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრები.
გუნდს ხელმძღვანელობდნენ მწვრთნელები - ზურიკო წერედიანი და ვასო გვარლიანი.
სკოლაში მოსწავლეს ულოცავენ წარმატებას და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: