ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მოსწავლეები დედებს 3 მარტს სამ ენაზე ულოცავენ 
28-02-2025

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია როგორც საგანმანათლებლო, ისე გასართობი და საზეიმო ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებას, ისე მათ მოტივაციას, ნიჭისა და შესაძლებლობები წარმოჩენა-განვითარებას ემსახურება. 

სულ, მალე გაზაფხულის პირველ დღესასწაულს დედის დღეს აღვნიშნავთ. ამ გამორჩეულ თარიღს სკოლაში განსაკუთრებულად გამოეხმაურნენ. ბავშვებმა ვიდეორგოლი ჩაწერეს, დედებს უმღერეს და დღესასწაული სამ ენაზე მიულოცეს. 

„ეს ძალიან თბილი და სასიამოვნო ჟესტია! დედების პატივსაცემად სამ ენაზე სიმღერა, ნამდვილად დასამახსოვრებელი და მრავალფეროვანი გამოცდილებაა. დედის დღისადმი მიძღვნილი ქართული, აზერბაიჯანული და ინგლისური სიმღერები განსაკუთრებული სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატულებაა“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა მონდომება და მასწავლებელთა კრეატიულობა. 

ორიგინალური ინიციატივა კი ეკუთვნით მასწავლებელ თამუნა შამანაძეს და კლასის დამრიგებელ ირმა გელაძეს.

იხილეთ ვიდეო ბმულზე 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203