ხანდოს საჯარო სკოლაში 1921 წლის 25 თებერვლის ტრაგიკული მოვლენები საინტერესო ღონისძიებით გაიხსენეს
28-02-2025

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღეს საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებით გამოეხმაურნენ. 

მოსწავლეებმა 1921 წლის 25 თებერვლის ტრაგიკული მოვლენებზე ისაუბრეს. ოკუპაციის მძიმე შედეგები აღნიშნეს, გაისსენეს გმირები, რომელთაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა სიცოცხლე შესწირეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა. საკითხის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს და კიდევ ერთხელ ნათლად გააცნობიერეს ეროვნული თვითმყოფადობასა და სუვერენიტეტის მნიშვნელობა. 

შეგახსენებთ რომ, 25 თებერვალს, საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის ტრაგიკულ დღეს ვიხსენებთ. წელს საბჭოთა ოკუპაციიდან 104 წელი გავიდა.1921 წლის 25 თებერვალს წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203