ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში ქართულ ენაში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: „ჩემი მხარე“
28-02-2025

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. კვალიფიციური პედაგოგები მუდმივად ცდილობენ მოსწავლეებისთვის სასწავლო გარემო იყოს საინტერესო, შემოქმედებითი და სხვადასხვა აქტივობებით დატვირთული.

ამჯერად საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა ქართულ ენაში. გაკვეთილის თემა იყო „ჩემი მხარე“. აღნიშნულის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს და ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია საქართველოს სხვადასხვა კუთხეების თავისებურებების შესახებ. ისაუბრეს თითოეულ მხარეში არსებულ მნიშვნელოვან ისტორიულ ძეგლებსა და ადგილობრივ ტრადიციებზე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203