სამიქაოს საჯარო სკოლას აბაშის საგანმანათლებლოს რესურსცენტრმა მადლობის სიგელი გადასცა
28-02-2025

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოს საჯარო სკოლის პედაგოგები მუდმივად ცდილობენ მოსწავლეებისთვის სასწავლო გარემო საინტერესო იყოს. სწორედ ამ მიზნით ისინი მოსწავლეებს უბიძგებენ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ტიპის პროექტებსა და აქტივობებში.

ამჯერად სკოლამ, მისმა მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა თავი გამოიჩინეს კონფერენციაზე, რომელიც დავით აღმაშენებლის შესახებ ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ აბაშის საგანმანათლებლოს რესურსცენტრმა კონფერენციაში „ვილაპარაკოთ დავით აღმაშენებელზე“ წარმატებული მონაწილეობისათვის მადლობის სიგელი გადაეცა აბაშის მუნიციპალიტეტის სამიქაოს საჯარო სკოლას.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203