საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის მართლმამდიდებლური სკოლა-გიმნაზიაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს
28-02-2025

საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმიდა გიორგის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის სახელმწიფო ენის კათედრამ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს  შეუერთდა - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“.

პროექტის ფარგლებში პედაგოგ ინგა ტურავას ინიციატივით მე-5 კლასის მოსწავლეებმა მოიწვიეს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნატა ბუცხრიკიძე, რომელიც ბავშვებს წიგნიერების დონის ამაღლებასა და ცოდნის მნიშვნელობაზე ესაუბრა.                       

მოსწავლეებმა ხმამაღლა წაიკითხეს სხვადასხვა ნაწარმოებები. ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი აზრები და გამოხატეს თავიანთი შეხედულებები წიგნის, ცოდნის შესახებ.

მნიშვნელოვანია,  რომ ბავშვებმა უფრო მეტად შეიყვარონ და იკითხონ წიგნები. იმსჯელონ და გამოთქვან საკუთარი აზრი წაკითხულის შესახებ.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203