
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალის N1 საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ.
სკოლის პედაგოგი მანონი ანთელავას განცხადებით ოქროსა და ვერცხლის მედლებით სკოლის 7 კურსდამთავრებული დაჯილდოვდა. პედაგოგი სასკოლო საზოგადოებას ულოცავს ასეთი წარმატებული ახალგაზრდების აღზრდას და მოსწავლეებს წარმატებებს უსურვებს.
„მინდა მივულოცო და წარმატებები ვუსურვო ჩვენს მედალოსნებს: გიორგი აბრალავა, ლუკა შონია, დიტო შონია, ნინი შონია
აგრეთვე, მინდა მივულოცო სკოლის ადმინისტრაციას და თითოეულ მასწავლებელს ვუთხრა მადლობა ამ დიდი შრომისთვის - ეს თქვენი გამარჯვებაც არის!
ჩემო ძვირფასო მედალოსნებო, უდიდესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება გაქვთ ერისა და ქვეყნის წინაშე, თქვენი სკოლის წინაშე. გაგემართლებინოთ ჩვენი იმედები და თქვენი ნიჭი, შრომა და განათლება მოხმარებოდეს იმ დიდ