
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარის საჯარო სკოლა ამაგდარ პედაგოგს - თამარ ნინიძეს გლოვობს.
მათემატიკის პედაგოგი არაერთი წელი ემსახურა ქვეყნის საკეთილდღეო საქმეს - განათლებული და ინტელექტუალური თაობის აღზრდას.
სკოლაში მას ახასიათებენ, როგორც ღირსეულ პიროვნებას, პროფესიონალიზმით გამორჩეულ მასწავლებელს, სამაგალითო კოლეგასა და საიმედო მეგობარს. სკოლის პედკოლექტივი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მისი გარდაცვალების გამო.
„ნაგომარის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი დიდ მწუხარებას გამოთქვამს ამავე სკოლის მათემატიკის მასწავლებლის თამარ ნინიძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს.
თამარი წლების განმავლობაში მუშაობდა ნაგომარის საჯარო სკოლაში, გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმითა და დიდი გულისხმიერებით. განსაკუთრებულ სითბოსა და სიყვარულს ამჟღავნებდა თითოეული მოსწავლის მიმართ, იყო საიმედო, გამორჩეულად კეთილი მეგობარი.
დასანანია ასე უდროოდ მისი ამ ქვეყნიდან წასვლა. მშვიდობით მეგობარო! სამუდამოდ იქნები ჩვენს გულში!“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
etaloni.ge ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ასეთი პატივსაცემი და ღირსეული პიროვნების გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს სკოლასა და ოჯახს.