ხრეითის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საბჭოთა ოკუპაციის დღეს საინტერესო პრეზენტაციები მიუძღვნეს
28-02-2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის N2 საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღეს საინტერეო ღონისძიებით გამოეხმაურნენ. 

მე-9 კლასის მოსწავლეებმა გამართეს შემეცნებითი პრეზენტაციები და 1921 წლის 25 თებერვლის ტრაგიკული მოვლენებზე ისაუბრეს. მოსწავლეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, ოკუპაციის მძიმე შედეგები, პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეწირულ გმირთა ხსოვნას და აღნიშნეს ეროვნული თვითმყოფადობასა და სუვერენიტეტის მნიშვნელობა.

აღსანიშნავია, რომ ხრეითის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატიორტული სულისკვეთების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი სასწავლო წლის მანძილზე არაერთი ღონისძიება იმართება.

შეგახსენებთ რომ, 25 თებერვალს, საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის ტრაგიკულ დღეს ვიხსენებთ. წელს საბჭოთა ოკუპაციიდან 104 წელი გავიდა.1921 წლის 25 თებერვალს წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203