ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარიხიან განათლებას აძლევს, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და აკადემიურ მოსწრებაზე აისახება.
ახლახან, სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულები განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააჯილდოვა.
მე-10 კლასის მოსწავლეს - როინ მეშველიანს საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის კომპიუტერი გადაეცა, 2023 წლის კურსდამთავრებული ანი ტვილდიანი კი კუთვნილი ოქროს მედლით დაჯილდოვდა.
მუნიციპალიტეტის სკოლების წარმატებული ახალგაზრდების დაჯილდოების ცერემონიალი ლენტეხის რესურსცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
სკოლაში ახალგაზრდების წარმატება ახარებთ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსუსრვებენ.
„წარმატებები მათ მომავალში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: