საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო აქტივობები თბილისის N141 საჯარო სკოლაში 
28-02-2025

თბილისის N141 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

შესაბამისად, სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღეს აქტიურად გამოეხმაურნენ.

მოსწავლე-მასწავლებლებმა 1921 წლის 25 თებერვლის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს. 

გაიმართა არაერთი აქტივობა, მათ შორის მოსწავლეებმა დაწერეს ესეები, შექმნეს ჩანახარები, სადაც გადმოსცეს ოკუპაციის მძიმე შედეგები და ეროვნული თვითმყოფადობასა და სუვერენიტეტის მნიშვნელობა.

მოსწავლეებისთვის აქტივობა მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. 

25 თებერვალს, საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის ტრაგიკულ დღეს ვიხსენებთ. წელს საბჭოთა ოკუპაციიდან 104 წელი გავიდა.1921 წლის 25 თებერვალს წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203