
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებისთვის გასვლითი კულტურული ღონისძიებები სასკოლო ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
ახლახან, გიმნაზიის მე-2 კლასის მოსწავლეები ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრს სტუმრობდნენ, სადაც დაესწრნენ საინტერესო სპექტაკლს - „სამი გოჭი“.
მოსწავლეებმა ისიამოვნეს და დრო მეტად საინტერესოდ გაატარეს.
ბავშვები დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აღვსილნი დაბრუნდნენ გიმნაზიაში.
იხილეთ ფოტოები: