
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საქართველოს ისტორიის ხარისხიან სწავლებას და მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაბამისად, დავით აღმაშენებლის ხსენების დღე სკოლაში არაერთი ღონისძიებით აღინიშნა.
მათ შორის, სკოლა-გიმნაზიის მცირე საკონცერტო დარბაზში, დავით აღმაშენებლის სახელობის მე-3ბ კლასმა - დავით აღმაშენებლის გარდაცვალების 900 წლისთავისადმი მიძღვნილი ისტორიულ - ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია წარმოადგინა.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე შთამბეჭდავი სანახაობით წარდნენ, მეფეთ-მეფის ცხობრებასა და შემოქმედებას ხოტბა შეასხეს და აღნიშნეს მისი ღვაწლი ქართველი ერის წინაშე.
ღონისძიება დასრულდა კლასის დამრიგებლის - ქეთევან გაგოშიძის შესანიშნავად წაკითხული ლექსით. მანვე ბავშვებს წმიდა დავით მეფის ხატები გადასცა საჩუქრად.
ღონისძიებას სკოლა-გიმნაზიის დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე ესწრებოდა, რომელმაც ვრცლად ისაუბრა წმიდა კეთილმსახური მეფე დავითის ღვაწლის შესახებ, დალოცა ბავშვები და მადლობა გადაუხადა პედაგოგს გაწეული შრომისათვის და მშობლებს თანადგომისათვის.
იხილეთ ფოტოები: