მუსხის საჯარო სკოლაში 1921 წლის 25 თებერვლის ტრაგიკული მოვლენები და საქართველოს ეროვნული გმირი მიხა ხელაშვილი გაიხსენეს 
28-02-2025

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლაში 1921 წლის 25 თებერვლის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს. დღე როდესაც თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა და საქართველო საბჭოთა იმპერიის ნაწილად აქცია.

მოსწავლეებმა ისაუბრეს ოკუპაციის მძიმე შედეგებზე, რეპრესიებზე, ათასობით უდანაშაულო ადამიანის დაპატიმრებაზე, გადასახლებასა დ დახვრეტაზე. გაიხსენეს საქართველოს ეროვნული გმირი, სახალხო პოეტი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმის წევრი უზარმაზარ იმპერიასთან შეურიგებელი მებრძოლი - მიხა ხელაშვილი, რომელსაც საბჭოთა ხელისუფლება სასტიკად მოექცა, ტყეში გახიზნა დევნა დაუწყო და სხვაგვარად რომ ვერ ჩაიგდო ხელში მისი ძმადნაფიცები მოისყიდა და მეგობრების ხელით მოკლა სრულიად ახალვაზრდა - 25 წლის ასაკში.

მოსწავლეებმა გარდა იმისა, რომ ისაუბრეს ეროვნული გმირის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, ასევე წაიკითხეს მიხა ხელაშვილის ლექსები, ისაუბრეს მის გმირობაზე, ვაჟკაცობაზე, შეურიგებლობაზე და იმაზე თუ როგორ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, რომ საკუთარი სიცოცხლე შესწირო ქვეყნის ინტერესებს და იბრძოლო უკეთესი მომავლისათვის.

25 თებერვალს, საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის ტრაგიკულ დღეს ვიხსენებთ. წელს საბჭოთა ოკუპაციიდან 104 წელი გავიდა.1921 წლის 25 თებერვალს წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203