
ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ უნარების წარმოსაჩენად კი მწაფეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა თუ არაფორმალური განათლების პროექტში წახალისებულია.
სკოლაში, ისტორიის მასწავლებლის - ირმა დორეულის ინიციატივით, საშუალო საფეხურზე ჩატარდა გუნდური ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“. თამაში მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა. გაიმარჯვა მე-10 კლასმა.
გამარჯვებული გუნდი გადავიდა ფინალში.
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ, მე-10 კლასელებს გამარჯვებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: