„სივრცული ფიგურები ჩვენს ცხოვრებაში“ - ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო თემა მრავალფეროვანი აქტივობებით შეაჯამეს
28-02-2025

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს.

პედაგოგები სწავლებისას თანამედროვე მიდგომებსა და სტრატეგიებს მიმართავენ და მოსწავლეებს არაერთ აქტივობაში რთავენ, ეს ყველაფერი კი მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

მათ შორის აღსანიშნავია, შემაჯამებელი გაკვეთილი მათემატიკაში, რომელსაც მასწავლებელი სალომე კვირკელია ხელმძღვანელობდა. გაკვეთულის თემა იყო - „სივრცული ფიგურები ჩვენს ცხოვრებაში“.

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეება სივრცული ფიგურები საინტერესო და სახალისო აქტივობებით შეისწავლეს, პედაგოგმა მათ არაერთი საინტერესო სასწავლო რესურსი შესთავაზა, მოსწავლეებმა კი იმუშავეს როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად. 

სასწავლო თემა მოსწავლეებმა ბრწყინვალედ გაიაზრეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203