ჭალადიდის საჯარო სკოლის მე-4 კლასელები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდნენ
28-02-2025

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის პეაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ და მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ. 

შესაბამისად, წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანია სკოლაში აქტიურად შეუერთდნენ. 

მთელი სასკოლო საზოგადოება გაერთიანდა საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“.

იაქტიურეს მე-4 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ მანანა გვასალიას ხელმძღვანელობით, და წიგნის საჯაროდ კითხვის დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს წიგნის კითხვის მნიშვნელობა და სიამოვნება, რომელსაც კითხვის პროცესი მოაქვს. ბავშვებმა მეგობრებსაც წიგნიერების სამყაროში მოგზაურობისკენ მოუწოდეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიება მიზნად ისახავდა წიგნის კითხვის პოპულარიზაცია და მოზარდებში მხატვრული ლიტერატურის მიმართ ინტერესის გაღვივებას.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ და გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203