ოზურგეთის N1 სკოლის საამაყო კურსდამთავრებულის - „თომას ზღაპრები“ მე-2 კლასელებმა დიდი სიხარულით წაიკითხეს
28-02-2025

ოზურგეთის N1 სკოლის მოსწავლეებმა „თომას ზღაპრების“ ჯადოსნურ სამყაროში დიდი სიხარულით იმოგზაურეს. 

ოზურგეთის N1 სკოლის საამაყო კურსდამთავრებულის - გიორგი კეკელიძის წიგნი II ა კლასის მოსწავლეებმა დიდი ინტერესითა და სიყვარულით წაიკითხეს. ბავშვებმა მათი საოცნებო „ბავშვთა ქალაქიც“ დახატეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეთა ნამუშევრებს საგულდაგულოდ ინახავენ, რომ ავტორს მშობლიურ სკოლაში დაახვედრონ. სტუმრობამდე კი გიორგი კეკელიძემ მოსწავლეებს ვიდეომიმართვა გამოუგზავნა კეთილი სურვილებით. ასევე მე-2 კლასელებს სტუმრობდნენ ავტორის მასწავლებლები.

„ყველაზე მთავარი გზავნილი  ბავშვებისთვის აღმოჩნდა (რაც ყველაზე მეტად მოეწონათ) - „იცელქე მაგრამ მასწავლებელს მოუსმინეოო!“.- გვიყვებიან სკოლაში და მადლობას უხდიან ცნობილ კურსდამთავრებულს ყურადღებისა და პატარების გახარებისთვის.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203