ჭალადიდის საჯარო სკოლა მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესის სადარაჯოზე 
28-02-2025

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმირებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. მიზნის მისაღწევად კი პედაგოგები არაერთ აქტივობას, ღონისძიებას, თუ სტრატეგიას მიმართავენ. 

სწორედ ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის გააზრებას ემსახურებოდა სკოლაში ახლახან გამართული აქტივობა, სადაც მოსწავლეებს სკოლის ექიმი ჰიგიენის დაცვის წესებსა და ვირუსების თავიდან არიდების გზებზე ესაუბრა.

მოსწავლეებმა სახალისო წარმოდგენაც გაითამაშეს, რამაც შეხვედრა სასწავლო-შემეცნებითთან ერთად თავშესაქცევიც გახადა. 

„ჯანსაღი ცხოვრების წესი არის ცხოვრების პოზიცია, ადამიანის ქცევა და შემოქმედება...“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203