დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში მხარდაჭერილი და წახალისებულია. მოტივირებული მოსწავლეების სახელზე კი არაერთი წარმატებაა.
არხილოსკალოს საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე სოფიკო ბუთხუზმა (დამრიგებელი – მაყვალა ბურდული), ხელოვნების მასწავლებლის - თეა გონაშვილის მხარდაჭერით, ღირსეული მონაწილეობა მიიღო ჰოლოკოსტის ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო მხატვრულ კონკურსში – „80 წელი ნაცისტური გერმანიის კაპიტულაციიდან“.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სოფიკო ბუთხუზმა წარმატებით წარმოაჩინა ნიჭი და ისტორიული ხელოვნებისადმი ხედვა, რისთვისაც პროექტის ორგანიზატორებისგან სერტიფიკატით დაჯილდოვდა.
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ჰოლოკოსტისა და მეორე მსოფლიო ომის მოვლენებთან დაკავშირებით, რათა მათი შემოქმედებითი ნამუშევრები სხვა ახალგაზრდებსაც შთააგონებდეს.
კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა მაღალკვალიფიციურმა, განათლების სამინისტროს, დიპლომატიური კორპუსისა და აკადემიური დაწესებულებების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის სოფიკო ბუთხუზს და მის პედაგოგს – თეა გონაშვილს პროფესიონალიზმისთვის, შრომისა და შემოქმედებისადმი ერთგულებისთვის.
„გისურვებთ შემდგომ წარმატებებსა და არაერთ ღირსეულ გამარჯვებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: