თითოეულ სკოლაში გაცდენილი საათები ანაზღაურდება - განათლების მინისტრის განმარტება
28-02-2025

დიდთოვლობის გამო, სასწავლო პროცესი შეჩერებულია აჭარის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სკოლებში, ასევე სწავლა ნაწილობრივ მიმდინარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

როდის განახლდება სწავლა, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა განათლების მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ მედიასთან განაცხადა, რომ მანამდე უნდა მოხდეს შენობების დათვალიერება.

მისი განმარტებით, ამინდის გაუმჯობესებისა და გზების წმენდის დასრულების შემდეგ სამინისტრო, სკოლების ინფრასტრუქტურული საჭიროებების შესწავლის მიზნით, მონიტორინგს განახორციელებს, რათა მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო გარემო. გაცდენილი საგაკვეთილო საათები კი ანაზღაურდება.

„სასწავლო პროცესი აღდგება მას შემდეგ, რაც მოგვეცემა ყველა სკოლაში როგორც მოსწავლეების, ისე მასწავლებლების ტრანსპორტირების საშუალება და მეორეს მხრივ - მას შემდეგ, რაც მოხდება სკოლების შენობის დათვალიერება. ეს გაცდენილი საათები უშუალოდ სასკოლო საზოგადოების -  მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლების ჩართულობით დაიგეგმება, თუ როდის და როგორ აღდგეს თითოეულ სკოლაში", - აღნიშნა წულაძემ.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...