ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯარებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით. მოსწავლე-მასწავლებლები აქტიურად ეხმიანებიან მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს.
ახლახან, სკოლაში მშობლიური ენის დღე აღინიშნა. მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, გამონათქვამები, მშობლიური ენის დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრეს და ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
21 თებერვალი - მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი იუნესკომ 1999 წელს დააწესა ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით. 2000 წლის თებერვლიდან მშობლიური ენის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით მთელ მსოფლიოში აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები: