ეფრემოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჰოვანეს თუმანიანის შემოქმედება „გააცოცხლეს“
28-02-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლაში არაერთი საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებას, ასევე მათი ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-განვითარებას ემსახურება. 

25 თებერვალს, ეფრემოვკას საჯარო სკოლაში სომეხი პოეტისა და მწერლის - ჰოვანეს თუმანიანის დაბადებიდან 156-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

მოსწავლეებმა პოეტის ლექსები და ცნობილი გამონათქვამები მხატვრულად წაიკითხეს, შეასრულეს სიმღერები და წარმოდგენები დადგეს.

ბავშვებმა მწერლის ცხოვრებსა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს და მისი შემოქმედება ოსტატურად გააცოცხლეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებმა თუმანიანის ჯადოსნური, ოქროსფერი ზღაპრების გმირთა როლები მოირგეს და წარმოადგინეს ნაწყვეტები თუმანიანის ზღაპრებიდან.

ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა. მათ შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და მწერლის მოღვაწეობის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203