ამბროლაურის N2 სკოლის მოსწავლეებმა ქვთიმე თაყაიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობებით შეისწავლეს
28-02-2025

ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან, მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას კი სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა. 

ახალხან, მოსწავლეები დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის - ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას გაეცნენ. 

IX-X კლასელებმა ნახეს ისტორიულ- ბიოგრაფიული მხატვრული ფილმი - „ექვთიმე ღვთისკაცი“.

ფილმის ჩვენებას კი მოჰყვა საგანმანათლებლო საუბარი თემაზე - „ექვთიმე და სამშობლო“.  მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ერისკაცის ცხოვრების ძირითადი მომენტები, სახელოვანი წინაპრის, რომელმაც უცხო ქვეყანაში, მიუხედავად უდიდესი წინააღმდეგობისა, დაიცვა ქართული კულტურის უიშვიათესი ნიმუშები და უკლებლივ დაუბრუნა თავის ქვეყანას, რადგან „მოწამეობრივი გზიდან  გადახვევა არ შეეძლო“.

„გაივლის წლები და თაობიდან თაობას სანიმუშო მაგალითად გადაეცემა მისი სიტყვები: „ვერ დამშვიდდები მანამ, სანამ ნივთები საქართველოს არ დაუბრუნდება და მუზეუმს არ ჩაბარდება“, - აღნიშნული სიტყვების არსი უკეთ გაიაზრეს ბავშვებმა და პატივი მიაგეს სახელოვანი წინაპრის ხსოვნას. 

სასწავლო პროცესს მასწავლებლი მ. ყიფიანი ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...