
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლაში 1921 წლის 25 თებერვლის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს.
საბჭოთა ოკუპაციის დღეს მოსწავლეებმა, ისტორიის მასწავლებლის - ჰასმიკ დუმოიანის ინიციატივით, საინტერესო პრეზენტაცია მიუძღვნეს.
მოსწავლეებმა ისაუბრეს 25 თებერვლის მოვლენებზე, ოკუპაციის შედეგებზე, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეწირულ გმირებზე.
პრეზენტაცია მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.
25 თებერვალს, საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის ტრაგიკულ დღეს ვიხსენებთ. წელს საბჭოთა ოკუპაციიდან 104 წელი გავიდა.1921 წლის 25 თებერვალს წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა.
იხილეთ ფოტოები: