ქუთაისის N4 სკოლის მოსწავლეები ინგუში ხალხის მასობრივი დეპორტაციის 81-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საგანმანათლებლო-შემეცნებით შეხვედრას დაესწრნენ
27-02-2025

ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა არაფორმალური განათლების პროექტებში წახალისებულია. მოტივირებული მოსწავლეები კი პედაგოგთა მხარდაჭერით სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობენ. 

ახლახან, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზში გაიმართა მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა ინგუში ხალხის 1944 წლის მასობრივი დეპორტაციის 81-ე წლისთავს.

ქუთაისის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეებს საშუალება მიეცათ, დასწრებოდნენ ამ საგანმანათლებლო-შემეცნებით შეხვედრას.

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა ისტორიულ-დოკუმენტური ფილმის - „23 თებერვალი" ჩვენება. აღსანიშნავია, რომ ფილმი ინგუშურ-ქართული საზოგადოება „პრომეთეს“ მიერ შეიქმნა.

დამსწრე საზოგადოებას ასევე შესაძლებლობა ჰქონდა, გაცნობოდა ინგუშური კულტურის ცენტრის მიერ გამოცემულ სამეცნიერო-პოპულარულ და მხატვრულ ლიტერატურას.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ასეთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღონისძიებები ხელს უწყობს ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებასა და კულტურათაშორისი ურთიერთობების განმტკიცებას, ამიტომ მოსწავლეთა ჩართულობა მეტად მნიშვნელოვანია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203