რუსთავის N23 საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღეს კვირეული მიეძღვნა 
28-02-2025

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში 1921 წლის 25 თებერვლის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს. 

საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის თაოსნობით, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სკოლაში კვირეული მოეწყო.

პროექტის მიზანი 1921 წლის თებერვლის მოვლენების გახსენება იყო.

კვირეულის განმავლობაში მოსწავლეები მუშაობდნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის, საბჭოთა რუსეთის, წითელი არმიის სამხედრო კამპანიის, ქვეყანაში ბოლშევიკური რეჟიმის დამყარებისა და საქართველოს ტერიტორიის ანექსია-ოკუპაციის უკეთ შესწავლასა და ანალიზზე.

აქტივობებში სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ამ კუთხით გაიმართა დოკუმენტური ფილმის - „წითელი ოკუპაცია“, ჩვენება, რომელსაც მოჰყვა მსჯელობა და დისკუსია.

მიღებული ინფორმაცია მოსწავლეებმა შემოქმედებითად გაიაზრეს და დაწერეს ესეები, შექმნეს კედლის გაზეთები, მოამზადეს პრეზენტაციები, სადაც ოკუპაციის გავლენაზე, ეროვნული თვითმყოფადობასა და თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

25 თებერვალს, საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის ტრაგიკულ დღეს ვიხსენებთ. წელს საბჭოთა ოკუპაციიდან 104 წელი გავიდა.1921 წლის 25 თებერვალს წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203