მერენიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაზაფხულის დღესასწაულებს საინტერესო პრეზენტაციები მიუძღვნეს
27-02-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლის პედაგოგები ხშირად მიმართავენ პრეზენტაციას, როგორც სასწავლო-შემეცნებით მეთოდს, რადგან აქტივობა გულისხმობს დამოუკიდებელ მუშაობას, მოსწავლეს უვითარებს პასუხისმგებლობას, კომუნიკაციის, ინფორმაციის მოძიება-დახარისხების, თანამშრომლობის და გუნდური მუშაობის უნარებს.

ახლახან, სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეებმა ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილზე საპრეზენტაციო პროგრამა Power Point-ის საშუალებით, შექმნეს საინტერესო პრეზენტაციები წინასწარ მიცემულ თემებზე.

მოსწავლეთა საპრეზენტაცია თემა იყო გაზაფხულის დღესასწაულები. მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფურად, მოიძიეს ინფორმაცია დღესასწაულების აღნიშვნის ტრადიციებსა და ისტორიაზე, მათ შორის, მართლმადიდებლური აღდგომის, სომხური ზატიკის და აზერბაიჯანული ნოვრუზ-ბაირამის შესახებ.

ბოლოს კი წარადგინეს პრეზენტაციები კლასის წინ.

მოსწავლეებისთვის აქტივობა მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. საკითხის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203