საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები „ლამპრობის“ სადღესასწაულო მსვლელობაში მონაწილეობისათვის დაჯილოვდნენ
27-02-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექცია და პედაგოგები გარდა იმისა, რომ მოსწავლეებს აძლებენ ხარისხიან საგნობრივ განათლებას, მომავალი თაობის სულიერ აღზრდაზე ზრუნავენ.

მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საეკლესიო დღესასწაულებში.

დღეს, პარაკლისის შემდეგ სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ მადლობის სიგელი გადასცა გიმნაზიის მოსწავლეებს „ლამპრობის“ სადღესასწაულო მსვლელობაში მონაწილეობისათვის.

მოსწავლეებისთვის პარაკლისში მონაწილეობა მეტად საპასუხისმგებლო იყო, ამიტომ ახარებთ სიგელების მიღება. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექცია მოსწავლეთა მოტივაციასა და წახალისებაზე ყოველთვის ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203