
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას სწავადასხვა მეთოდსა და სტრატეგიას მიმართავენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება.
ამჟამად, სკოლაში მიმდინარეობს პროექტი - „ვისწავლოთ გეოგრაფია მარტივად და ხალისით“.
პროექტის ფარგლებში, გაიმართა კონკურს-გაკვეთილი, რომელიც მოიცავდა რამდენიმე საინტერესო აქტივობას.
აქტივობები მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. დავალებებს მარტივად და წარმატებით გაართვეს თავი.
გამოვლინდნენ გამარჯვებული მოსწავლეები, რომლებიც სიგელებით დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტოები: