
წალკის მუნიციპალიტეტის, სამების საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, მაქსიმალურად უწყობს ხელს ახალგაზრდებს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენაში.
სწორედ ასეთი მიდგომის დამსახურებით, სამების საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა მიმართულებით აღწევენ წარმატებას და დღეს გაგაცნობთ ვაკო ფიცხელიანს, მე-11 კლასის მოსწავლეს, რომელმაც საქართველოს ღია პირველობაზე გრეპლინგში, საკუთარ წონით კატეგორიაში პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა.
„თბილისში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი ჭიდაობა გრეპლინგში, სადაც წარმატებით იასპარეზა ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ.
ვაკო ფირცხელიანმა - 83 კგ წონით კატეგორიაში I ადგილი დაიკავა.
სამების საჯარო სკოლა ულოცავს ვაკოს წარმატებულ ასპარეზობას და შემდგომშიც დიდ გამარჯვებებს უსურვებს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.