უჩმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მშობლიური ენის საერთაშორისო დღეს შთამბეჭდავი ღონისძიება მიუძღვნეს
27-02-2025

მშობლიური ენის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით მთელ მსოფლიოში აღინიშნება და ამ მხრივ გამონაკლისი არც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, უჩმანის საჯარო სკოლა აღმოჩნდა.

მოსწავლეებმა, პედაგოგის, ანაიტ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შთამბეჭდავი, მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზეს, საკლასო ოთახიც თემატურად მორთეს, ისაუბრეს მშობლიური ენის დაცვის მნიშვნელობაზე და კიდევ ერთხელ შეახსენეს თანატოლებს, რომ უნდა იდგნენ მშობლიური ენის დაცვის სადარაჯოზე. 

ინფორმაციისთვის: 21 თებერვალი მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი იუნესკომ 1999 წელს დააწესა ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით. ამ დღის შემოღება კი 1952 წელს ბანგლადეშში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება, როდესაც ბენგალიურის სახელმწიფო ენად გამოცხადების მოთხოვნით გამართული აქციის დროს ოთხი სტუდენტი დაიღუპა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203