თბილისის N74 საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის ბიბლიოთეკაში მოეწყო „დიდი წიგნის“ ერთობლივი კითხვა
27-02-2025

თბილისის N74 საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.  

სკოლის ბიბლიოთეკარის, მაია კურკუმულის ხელმძღვანელობით დაიგეგმა და ჩატარდა „დიდი წიგნის“ ერთობლივი კითხვა.

I კლასი დამრიგებელი ლია გეგიას და მაია კურკუმულის ერთობლივი ჩართულობით აქტივობა საინტერესო აღმოჩნდა პირველკლასელებისთვის, რომლებმაც ბიბლიოთეკაში წაიკითხეს წინასწარ შერჩეული მოთხრობა ბეჰემოთზე, შემდგომ კი  უპასუხეს კითხვებს, გამოთქვეს ვარაუდები და დაახასიათეს პერსონაჟი. 

აქტივობა მიზნად ისახავდა პატარებში კითხვის სიყვარულის გაღვიძებას, და ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა და მთავარი სათქმელის გაგება-გააზრება.


იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...