რუსთავის N23 საჯარო სკოლაში მეათეკლასელების მონაწილეობით ჩატარდა პროექტი: „ჩვენ ვსწავლობთ „ვეფხისტყაოსანს“
27-02-2025

ვაჟა-ფშაველას სახელობის რუსთავის N23 საჯარო სკოლაში ჩატარდა მასშტაბური პროექტი: „ჩვენ ვსწავლობთ „ვეფხისტყაოსანს“.

პროექტში მონაწილეობა მიიღო სამმა მეათე კლასმა და მისი მიზანი, შოთა რუსთაველისა და მისი პოემის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის ზრდა და ნასწავლის უკეთ გააზრება იყო.

„ვეფხისტყაოსნის“ შესწავლა საკმაოდ საინტერესო, შრომატევადი და სასიამოვნო პროცესი აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის, თუმცა მისი  შესწავლის ასეთი გრანდიოზული დაბოლოების იდეა, ჭეშმარითად, ლოგიკური და შესაფერისია.

პროექტში მონაწილეობდა სამი მეათე კლასის ყველა მოსწავლე. პროექტის მიზანი შოთა რუსთაველისა და მისი პოემის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის ზრდა და მისი საფუძვლიანი გააზრება იყო.

მოსწავლეებმა იმსჯელეს თუ რას გვასწავლის „ვეფხისტყაოსანი“, განიხილეს სხვადასხვა კრიტიკოსების მოსაზრებები და ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი დამოკიდებულებებიც პოემის პერსონაჟების მიმართ“, - აღნიშნულია მოწოდებულ ინფორმაციაში. 


იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203