აჭარის ბაღებსა და სკოლებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი მიმდინარე კვირაში არ განახლდება - ოფიციალური განმარტება
27-02-2025

აჭარის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი 4 მარტამდე არ განახლდება. 

„აჭარის რეგიონის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 4 მარტს განახლდება“ - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ სოციალურ გვერდზე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გაავრცელა. 

მსგავსი შინაარსის განცხადებას ვკითხულობთ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების სოციალურ გვერდზეც:  რეგიონში არსებული მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, ბათუმის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 4 მარტს განახლდება.

აღსანიშნავია, რომ დიდთოვლობის გამო სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან, 24 თებერვლიდან არის შეჩერებული. 

საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია გაავრცელა განათლების სამინისტრომაც  და ის რეგიონები დაასახელა, რომლებშიც სწავლა სრულად და ნაწილობრივ არის შეჩერებული.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...