„ერთად ვიზრუნოთ სახელმწიფო ენის სიწმინდესა და განვითარებაზე!“-კრწანისის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მოწოდება და საინტერესო ღონისძიება 
27-02-2025

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯარებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით. მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ რჩება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები. 

21 თებერვალს, სკოლაში მშობლიური ენის დღე აღნიშნეს. იუნესკოს დაწესებულ ღონისძიებას, საქართველოში, ენობრივად და კულტურულად მრავალფეროვან ქვეყანაში, სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავენ. კრწანისის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც მოწოდებით - „ერთად ვიზრუნოთ სახელმწიფო ენის სიწმინდესა და განვითარებაზე!“ აქტიურად ჩაერთნენ ენის დაცვა-მოფრთხილების საპატიო საქმეში. 

მოსწავლეებმა თავიანთ მოხსენებებში ყურადღება გაამახვილეს თანამედროვე გამოწვევებზე, ბარბარიზმებზე, რომელიც ენას აბინძურებს და ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. 

„გილოცავთ, მშობლიური ენის დღეს! „ხმათა ხავერდების და ღმერთების ენა“ მუდამ  ისმოდეს გამთლიანებულ, გაძლიერებულ, „ნიკოფსიიდან დარუბანდამდე“ გადაჭიმულ საქართველოში!“- ერთხმად აღნიშნეს ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა. 

21 თებერვალი - მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი იუნესკომ 1999 წელს დააწესა ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით. 2000 წლის თებერვლიდან მშობლიური ენის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით მთელ მსოფლიოში აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...