ოზურგეთის N1 სკოლის მოსწავლეთა ისტ-ის გაკვეთილები ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებასა და ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლებას დაეთმო
27-02-2025

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გაკვეთილები მეტად საინტერესო და შემცნებითია. 

10-13 თებერვალს, მე-2 და მე-4 კლასებში ჩატარებული ტექნოლოგიების გაკვეთილების ძირითადი შინაარსი იყო ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენება და ამ მიმართულებით ბავშვების ცნობიერების ამაღლება. გაკვეთილები უსაფრთო ინტერნეტის დღეს მიეძღვნა. 

სასწავლო პროცესს ხელმძღვანელობდა მასწავლებელი ნანა ნაცვალაძე, რომელიც მოსწავლეებს ინტერნეტის რაობის, კიბერბულინგის, მისგან თავის დაცვის გზებზე ესაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ინტერნეტუსაფრთხოებაზე და ინტერნეტ სივრცეში არსებული საფრთხეები გააცნო.

მოსწავლეებისთვის გაკვეთილი მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა, ბავშვებმა სხვადასხვა პროგრამაში წარმოადგინეს მათ მიერ შექმნილი ნაუშევრები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203